Accessibility links

თაკო ჩარკვიანი: კენჭს ვიყრი საბურთალოზე, ჩემს უბანში


პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს იყრის საბურთალოს რაიონის მაჟორიტარულ ოლქში.

საკუთარი ფეისბუკის გვერდზე ჩარკვიანმა დაწერა, რომ მისი დევიზი იქნება: “არც ერთი ხმა პუტინს”!

„საქართველო კორუფციონერების და 30-წლიანი, თაღლითი -კორუფციაში ჩაფლული, ოკუპანტთან გარიგებული პოლიტიკანების გარეშე, ბიუჯეტის ძარცვით ახალგაზრდების მომავალს და მოხუცების სიბერეს-პენსიას რომ იპარავენ!“, - წერს თაკო ჩარკვიანი.

მისი სიტყვებით, ეს გადაწყვეტილება მან „დიდი ხნის ბჭობის და დიდი სამეგობროს, ასევე ძმის, მამუკა ჩარკვიანის თხოვნით, ოჯახთან კონსულტაციის და დედის თხოვნით“ მიიღო.

რამდენიმე დღის წინ ასევე ცნობილი გახდა, თუ რომელ მაჟორიტარულ ოლქებში იყრიან კენჭს ოპოზიციური პარტიები.

ცნობილია, რომ დეპუტატის მანდატისთვის გლდანში იბრძოლებს ნიკა მელია ("ნაციონალური მოძრაობა"), სამგორში ლევან ხაბეიშვილი ("ნაციონალური მოძრაობა"), ნაძალადევში შალვა ნათელაშვილი ("ლეიბორისტული პარტია"), ისანში გიორგი ვაშაძე ("ახალი საქართველო“), მთაწმინდა-კრწანისში შალვა შავგულიძე ("თავისუფალი დემოკრატები“) და ვაკეში ელენე ხოშტარია ("ევროპული საქართველო").

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ოქტომბერში უნდა გაიმართოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG