Accessibility links

სერბეთში ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნები


სერბეთში ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, გაამყარებს პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველი პარტიის ძალაუფლებას.

ეს ევროპაში პირველი ეროვნული არჩევნებია მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა კონტინენტის უდიდესი ნაწილი.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, 21 ივნისის კენჭისყრაში ვუჩიჩის სერბეთის პროგრესული პარტია (SNS), რომელიც რვა წლის განმავლობაში მართავს ქვეყანას, ხმების დაახლოებით 60%-ის მოპოვებას შეძლებს.

რამდენიმე ლიბერალური და მემარჯვენე ოპოზიციური პარტია, რომელიც გაერთიანებულია „ალიანსში სერბეთისთვის“, კენჭისყრის ბოიკოტის მოწოდებით გამოდის. მათი თქმით, უსამართლო საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო ამძიმებს კორონავირუსის პანდემია.

სერბეთში საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, როცა მარტში საგანგებო ვითარება გამოცხადდა და 26 აპრილისთვის დაგეგმილი არჩევნები 21 ივნისისთვის გადაიდო.

სერბეთში მემარჯვენეთა მომხრეების საპროტესტო გამოსვლა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:17 0:00

ქვეყანაში სიკვდილიანობის დაბალმა დონემ და სახელმწიფოს მიერ დახმარების გაცემამ ხელი შეუწყო ვუჩიჩის პოპულარობის ზრდას.

ამის საპირისპიროდ, პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა დააბრკოლა ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიები.

ოპოზიცია ვუჩიჩს ასევე ბრალს სდებს, რომ ის საკუთარ პარტიას უწყობს ხელს და მედიაზე სრულ კონტროლს ახორციელებს.

საარჩევნო უბნები პირბადეებითა და სადეზინფექციო საშუალებებით არის აღჭურვილი. მაგრამ, როგორც ვარაუდობენ, ბევრი ამომრჩეველი შეიკავებს თავს და ინფიცირების შიშით არ მივა კენჭისყრაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG