Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის სასამართლომ უარყო გამომძიებელთა შუამდგომლობა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებაზე


გაგიკ წარუკიანი
გაგიკ წარუკიანი

სომხეთის სასამართლომ 21 ივნისს უარყო გამომძიებელთა შუამდგომლობა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, გაგიკ წარუკიანის დაკავებაზე, რომელსაც არჩევნებისას ქრთამის მიცემასა და მოსყიდვაში ედება ბრალი.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამდე ხუთი დღით ადრე პარლამენტმა წარუკიანს იმუნიტეტი გაუუქმა და გზა გაუხსნა მის გასამართლებასა და დაპატიმრებას.

მდიდარი ბიზნესმენი წარუკიანი სათავეში უდგას პარტია „აყვავებულ სომხეთს“, ეროვნულ ასამბლეაში ყველაზე დიდ ოპოზიციურ ფრაქციას, რომელსაც 132-ადგილიან პარლამენტში 25 მანდატი აქვს.

წარუკიანს ბრალად ედება ხმების ყიდვა 2017 წლის საყოველთაო არჩევნებში. თავად წარუკიანი და მისი პოლიტიკური გუნდის წევრები ამ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ გაასაჩივრებს სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG