Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: სსრკ-ს დაშლის დროს ბევრმა რესპუბლიკამ თან წაიღო რუსი ხალხის მიერ ნაჩუქარი მიწები


რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირიდან გასვლისას ბევრმა რესპუბლიკამ თან წაიღო "ტრადიციულად რუსული მიწები".

ტელეარხ „როსია 1“-ის პროგრამაში „მოსკოვი. პუტინი. კრემლი“, რომელიც ეთერში 21 ივნისს გავიდა, პუტინმა თქვა, რომ საბჭოთა კავშირის შექმნის დროს, მის შემადგენლობაში შესულმა ბევრმა რესპუბლიკამ მიიღო „უზარმაზარი რაოდენობით რუსული მიწები“ და „ტრადიციულად, ისტორიულად რუსული ტერიტორიები“.

პუტინის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ეს რესპუბლიკები უნდა გასულიყვნენ იმით, რითიც მოვიდნენ და თან არ უნდა წაეღოთ „რუსი ხალხის საჩუქარი“.

პუტინს არ დაუკონკრეტებია რომელ რესპუბლიკებს და რომელ მიწებს გულისხმობს და მხოლოდ ის თქვა, რომ საბჭოთა კავშირის შექმნისას ხელშეკრულებაში გაწერილი იყო გასვლის უფლება, მაგრამ არ იყო გაწერილი პროცედურები.

პუტინმა ისევ გაიმეორა, რომ 2014 წელს, რუსეთთან ყირიმის შეერთება ნახევარკუნძულის მოსახლეობის დემოკრატიული არჩევანი იყო. „ყირიმი ყოველთვის ჩვენი იყო, იურიდიული თვალსაზრისითაც კი“, - განაცხადა პუტინმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG