Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის საავადმყოფოში სროლა იყო


ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფო
ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფო

ცხინვალში დაკავებულია რესპუბლიკური სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე სროლაში ეჭვმიტანილი პირი. ამის შესახებ დღეს, 22 ივნისს იუწყება დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სააგენტო „რესი“.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 21 ივნისს, ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათისთვის, საავადმყოფოს ტერიტორიაზე შეაღწია უცნობმა მამაკაცმა და უმისამართო სროლა დაიწყო.

რაიმე სხვა დეტალებს დე ფაქტო შსს ჯერჯერობით არ იუწყება და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG