Accessibility links

აშშ-ის საელჩო მიესალმა საქართველოში მყოფ სამხედრო გემს


ამერიკული სამხედრო გემი USS Porter-ი ბათუმის პორტში. 2020 წლის 23 ივნისი

აშშ-ის საელჩო საქართველოში სიხარულით მიესალმა ბათუმის პორტში ამერიკული გემის, „პორტერის" შესვლას. საელჩო ფეისბუკზე წერს, რომ „ვიზიტის მიზანი საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებისა და რეგიონული საზღვაო სტაბილურობის გასაძლიერებლად ჩვენს ნატოს წევრ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ერთობლივი მზაობისა და საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაა“.

ამერიკული სამხედრო გემი USS Porter-ი ბათუმის პორტში დღეს დილით შევიდა. ეს საქართველოში გემის მესამე ვიზიტია. უსაფრთხოების და სტაბილურობის მხარდასაჭერად Porter-ი ბათუმის აკვატორიაში იმყოფებოდა 2015 და 2019 წლებშიც.

USS Porter-ი მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია და წყალქვეშა ნავების და ბალისტიკური რაკეტების მოგერიება შეუძლია.

გემი აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს ევროპაში საზღვაო უსაფრთხოების დაცვას და მხარს უჭერს ნატოს ოპერაციებს და მისიებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG