Accessibility links

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 85-ე შემთხვევაა


რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევაა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთიდან დაბრუნებულ სტუდენტს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტრის მოადგილემ ანა გაგლოევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში 62 ტესტი გაკეთდა და დადებითი პასუხი მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიიღეს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას მაისის დასაწყისიდან სულ დადასტურებული აქვს კორონავირუსის 85 შემთხვევა და მათგან 52-ის გამოჯანმრთელება.

პრაქტიკულად ყველა ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული პირია. უმრავლესობა რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG