Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანში სამი ადამიანი დააკავეს ინსტაგრამის მეშვეობით ახალშობილთა გაყიდვის მცდელობისთვის


თეირანის პოლიციის ცნობით, სამი ადამიანი დააკავეს ინსტაგრამის მეშვეობით ახალშობილთა გაყიდვის მცდელობისთვის.

თეირანის პოლიციის უფროსმა ჰოსეინ რაჰიმიმ განაცხადა, რომ 20 დღისა და ორი თვის ასაკის ორი ბავშვი აღმოუჩინეს სამ პირს, რომელთა თქმით, ბავშვები ღატაკი ოჯახებისგან აიყვანეს „მცირე გასამრჯელოს“ სანაცვლოდ.

პოლიციის ცნობით, ჩვილი ბავშვები სახელმწიფო სოცუზრუნველყოფის ორგანიზაციას გადაეცა, მათი მშობლების ვინაობა დადგენილია.

რაჰიმის თქმით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში პოლიციაში მოქალაქეთა რამდენიმე საჩივარი შევიდა. ისინი ითხოვენ, აღიკვეთოს ინტერნეტის მეშვეობით ბავშვებით ვაჭრობა.

წელს პოლიცია იტყობინებოდა, რომ დააკავეს ბანდის წევრები, რომლებიც ბავშვებით ვაჭრობდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია გორგანში.

ოთხ ქალსა და ერთ მამაკაცს ბრალად ედებათ, რომ ისინი იხდიდნენ ღარიბი დედების სასტუმროს ხარჯებს, მშობიარობის შემდეგ კი მათი ბავშვები მიჰყავდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG