Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო ღრმა ეკონომიკურ კრიზისს ელოდება


საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 4.9%-ით შემცირდება.

აპრილში გამოქვეყნებული პროგნოზით, ეს მაჩვენებელი 3% იყო და უკვე ითვლებოდა ყველაზე ძლიერ რეცესიად მე-20 საუკუნის 30-იანი წლების „დიდი დეპრესიის“ შემდეგ.

სერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, რომელიც 24 ივნისს გამოქვეყნდა, 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა გაიზრდება 5.4%-ით, რაც 0.4 პუნქტით ნაკლებია აპრილის პროგნოზთან შედარებით.

2020-2021 წლებში მსოფლიო ეკონომიკა დაკარგავს 12 ტრილიონ დოლარზე მეტს. ამასთან, სიტუაცია შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს განაპირობებს გაურკვევლობის მაღალი დონე. ფონდის ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკური აქტივობის აღდგენას ხელს შეუწყობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და სამკურნალო პრეპარატების შექმნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG