Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დაიწყო ხმის მიცემა პუტინის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის


რუსეთში დაიწყო საყოველთაო ხმის მიცემა საკონსტიტუციო ცვლილებების, მათ შორის პრეზიდენტობის ვადის „განულებისთვის.“ ეს ცვლილება პუტინს მისცემს შესაძლებლობას პრეზიდენტად კენჭი ახალი ვადებით იყაროს და ხელისუფლების სათავეში დარჩეს 2036 წლამდე.

საყოველთაო კენჭისყრა 1 ივლისამდე გაგრძელდება. რუსეთის ტერიტორიაზე გახსნილია 96 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი და კიდევ 254 მსოფლიოს 144 ქვეყანაში.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, რუსეთის ზოგიერთ რეგიონში კენჭისყრა ღია ცის ქვეშ, დიდ კარვებში ტარდება. გარდა ამისა, მოსკოვში შესაძლებელია ხმის ელექტრონულად მიცემა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში მედია არაერთხელ იუწყებოდა, რომ მოქალაქეებს დამსაქმებლები და ხელმძღვანელები მასობრივად აიძულებენ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას.

რუსეთის კონსტიტუციის შეცვლის ინიაციატორი პრეზიდენტი პუტინია. 2020 წლის იანვარში მან განაცხადა, რომ ცვლილებები ხალხმა უნდა მოიწონოს საყოველთაო კენჭისყრით, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ეს გათვალისწინებული არ არის. ხმის მიცემა 22 აპრილს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაიდო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG