Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოშტარია გახარიას: გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ზედ ივანიშვილს, ფეხებზე გვკიდია


საქართველოს პარლამენტის წევრმა "ევროპული საქართველოდან" ელენე ხოშტარიამ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების დაბარებასთან დაკავშირებით მიმართა. დღეს პარლამენტში დეპუტატები მთავრობის ანგარიშს ისმენენ.

"დღეს ვუყურებთ, სუს-ი როგორ ურეკავს ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს და იბარებს. გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ზედ ბიძინა ივანიშვილს, ფეხებზე გვკიდია", - თქვა ხოშტარიამ.

ბოლო რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "TV პირველის" ჟურნალისტებს მომზადებული მასალების გამო გამოკითხვაზე იბარებენ. როგორც გამოკითხვიდან გამოსული ჟურნალისტები ამბობენ, უწყებაში აინტერესებთ, რა ინფორმაციას იღებენ. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ, 25 ივნისს საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხა "მთავარი არხის" რესპონდენტები, შემდეგ კი განცხადება გაავრცელა და არხი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG