Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია ოპოზიციას: გომურის სახელს თქვენსავით 100-ჯერ არ ვიყენებ, ეს მორალური სხვაობაა ჩვენ შორის


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ 20 ივნისს სახელმწიფო უწყებების დაცვა სამართალდამცავების ვალდებულება იყო. მისი თქმით, ოპოზიცია ამ დღით დაშავებულებზე "უფრო მეტად" არ წუხს.

"თქვენ იმდენად ამორალურად იქცევით, რომ ამ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებთ და მე არ ვიყენებ. მე მაკო გომურის სახელს ასე, თქვენ რომ ასახელებთ 100-ჯერ, არ ვიყენებ და აი, ეს არის მორალური სხვაობა ჩემსა და თქვენს შორის და დაიმახსოვრეთ კარგად", - თქვა გახარიამ.

დღეს, 26 ივნისს, საქართველოს პარლამენტში მთავრობის ანგარიშს უსმენენ. გიორგი გახარიას ოპოზიციამ უსაყვედურა, რომ ამ დოკუმენტში გასული წლის 20 ივნისის მოვლენები არ მოხვდა, როცა ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და პარლამენტთან აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს. მათ შორის ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. ერთ-ერთი იყო მაკო გომური.

XS
SM
MD
LG