Accessibility links

გიორგი გახარიამ უპასუხა კითხვაზე, "რად უღირდა 20 ივნისი"


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც გასული წლის 20 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, ამბობს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება "პარლამენტში შეჭრით" არ უნდა შეიცვალოს. ასე უპასუხა მან "ევროპული საქართველოს" დეპუტატის, ელენე ხოშტარიას კითხვას.

"20 ივნისი რად მიღირდა, იცით? 20 ივნისი მიღირდა იმად, რომ ამ ქვეყანაში მეოთხედ, მეხუთედ და მეათედ პოლიტიკური წესრიგი პარლამენტში შეჭრით და ძალადობით არ უნდა შეიცვალოს. აი, ამად მიღირდა 20 ივნისი და ამას იმხელა ფასი აქვს, რომ თქვენ შეიძლება ვერ წარმოგიდგენიათ, იმიტომ, რომ ბევრი თქვენგანი, როცა ამ ქვეყანაში ძალადობრივად პოლიტიკური წესრიგი იცვლებოდა, ამაში მონაწილეობას იღებდა", - თქვა გიორგი გახარიამ.

დღეს, 26 ივნისს, საქართველოს პარლამენტში მთავრობის ანგარიშს უსმენენ. გიორგი გახარიას ოპოზიციამ უსაყვედურა, რომ ამ დოკუმენტში გასული წლის 20 ივნისის მოვლენები არ მოხვდა, როცა ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და პარლამენტთან აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს. მათ შორის ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG