Accessibility links

გლაზგოს პოლიცია: ეჭვმიტანილი მოკლეს და ექვსი პირი დაიჭრა დანით თავდასხმის შედეგად


ეჭვმიტანილი მოკლა პოლიციამ სერიოზული ინციდენტში, რომლის დროსაც ექვსი პირი დაჭრეს შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში.

ბი-ბი-სი იტყობინებოდა, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, ორი პირი სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი სასტუმროში, ქალაქის ცენტრში, 26 ივნისს.

შოტლანდიის პოლიციის თანახმად, ის ინციდენტს ტერორიზმად არ აფასებს.
პოლიციის წარმომადგენელმა, სტივ ჯონსონმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი პოლიციამ მოკლა.

მისივე განცხადებით, საავადმყოფოში იმყოფება ექვსი სხვა პირი, მათ შორის ერთი პოლიციელი, რომელიც დანითაა დაჭრილი და რომლის მდგომარეობა კრიტიკული, მაგრამ სტაბილურია.
ჯონსონმა თქვა ასევე, რომ ამ ეტაპზე პოლიცია დამატებით ეჭვმიტანილებს არ ეძებს და რომ საზოგადოებისთვის საშიშროება არ არსებობს.

ინციდენტის ადგილზე, ცნობით, თავშესაფრის მაძიებლები და ლტოლვილები იკრიბებიან ხოლმე.

ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ „ღრმად დაამწუხრა საშინელმა შემთხვევამ,“ და რომ მისი ფიქრები მსხვერპლთან და მათ ოჯახებთან არის.
გასულ კვირაში სამი პირი დაჭრეს სასიკვდილოდ ინგლისის ქალაქ რიდინგში. პოლიციამ განაცხადა, რომ ინციდენტს ტერორიზმად განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG