Accessibility links

მსოფლიოს ჩემპიონ ჟორჟე ფონსეკას კორონავირუსი დაუდგინდა


ჟორჟე ფონსეკამ კარიერის უდიდესი გამარჯვება 2019 წლის აგვისტოში მოიპოვა - გახდა პორტუგალიური ძიუდოს ისტორიაში მსოფლიოს პირველი ჩემპიონი.

ძიუდოში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჟორჟე ფონსეკას COVID-19 დაუდასტურდა. 27 წლის პორტუგალიელი ძიუდოისტის დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია ძიუდოს პოპულარულმა ვებსაიტმა Judoinside.com-მა გაავრცელა.

პორტუგალიის ნაკრები პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ საწვრთნელი შეკრების გასავლელად კოიმბრაში ჩავიდა და სრული შემადგენლობით გაიარა ტესტირება კორონავირუსზე. დადებითი პასუხი ორმა ტესტმა აჩვენა. ფონსეკას გარდა, COVID-19 დაუდგინდა ქალთა ნაკრების წევრ ვისლა გომეშს.

ჟორჟე ფონსეკამ კარიერის უდიდესი გამარჯვება 2019 წლის აგვისტოში მოიპოვა - გახდა პორტუგალიური ძიუდოს ისტორიაში მსოფლიოს პირველი ჩემპიონი. შარშანვე, მსოფლიოს პირველობამდე, მან საზოგადოებას აუწყა, რომ სიმსივნე აღმოაჩნდა და ამ დაავადებას სპორტში მოპოვებული წარმატებებითაც უნდა ებრძოლოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG