Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 ადამიანს დაუდასტურდა, განიკურნა - 1


ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი 2 პირს დაუდასტურდა და ამით ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 921-მდე გაიზარდა. ინფორმაცია StopCoV.ge-ზე უკვე ასახულია.

ინფიცირებულების მაჩვენებელთან ერთად ქვეყანაში ერთით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ამით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 781-მდე გაიზარდა.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 14 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG