Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით მე-15 ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში


ინფორმაციას მე-15 პაციენტის გარდაცვალების შესახებ მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-საიტი stopcov.ge ავრცელებს.

გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცია, საქართველოს მოქალაქე, შემოსული ერთ ერთი მეზობელი ქვეყნიდან, რომლის მდგომარეობა თავიდანვე იყო მძიმე, მრავლობითი თანმხლები დაავადებებით.

"უკანასკნელი ორი კვირა იყო ხელოვნურ ვენტილიაციაზე", - განაცხადეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

ამავე მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 924 გახდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 785-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 2819 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 230 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG