Accessibility links

ილია მეორე: „გალაკტიონს ჰქონდა სულიერი გადახრები“


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თვითმკვლელობის შესახებ ილაპარაკა და ერთ-ერთ მაგალითად გალაკტიონ ტაბიძე მოიყვანა.

„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დღეს დაასაფლავეს 11 წლის ბიჭი, რომელმაც მოიკლა თავი, რომ ჰკითხო რატომ მოიკალი თავიო, ვერ გეტყვის. ეშმაკი სდევდა. გალაკტიონს აქვს გამონათქვამი, ბავშვობიდან თავის მოკვლა მინდოდაო. იმდენი სდია, იმდენი ეცადა, რომ მოეკლა თავი. ღმერთმა ყველა დაიფაროს, როგორც კი მოვა ესეთი აზრი, უნდა წავიდეს ადამიანი მოძღვართან, აღსარებაში უნდა უთხრას, აღსარების საშუალებით განიდევნება. გალაკტიონმა არ გააკეთა ეს, მაგრამ გალაკტიონს ჰქონდა სულიერი გადახრები. გახსოვთ, ტერენტი გრანელი რას ამბობს, გალაკტიონშიაო დემონიო და ჩემში ანგელოზიო.

ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს. შვილებს უნდა ასწავლოთ, უნდა გააფრთხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს თავის სულს ეშმაკს“, - განაცხადა ილია მეორემ.

კათალიკოს-პატრიარქმა ასევე ილაპარაკა პირად გამოცდილებაზეც, რომელიც სიჭაბუკეში შეემთხვა:

„ერთი შემთხვევა იყო, სტუდენტებმა მოიტანეს სასულიერო აკადემიაში ფილმი და დარბაზში აჩვენებდნენ. მრავალი სტუდენტი დაავადებული იყო გრიპით, მაგრამ მაინც წავიდნენ იმ დარბაზში, კინოდარბაზში და უყურებდნენ იმ ფილმს. მე სიცხე მქონდა და ვერ წავედი. დიდი დარბაზი იყო, იქ ვიწექით, დავრჩით ორი სტუდენტი და საოცარი რამ მოხდა, მე კარგად ვიცნობდი ამ სტუდენტს, ამიტანა შიშმა. ვეკითხებოდი ჩემს თავს, რის შიში გაქვს, რატომ გეშინია? - მეშინოდა იმ სტუდენტისა და მკითხა, თერმომეტრი სად არისო, მე ვუჩვენე და სულ ვნატრობდი, რომ სტუდენტები, რომლებიც მელოდებოდნენ, მოვიდნენ-მეთქი. მოვიდნენ და დავმშვიდდი. დილაზე რომ გავიღვიძეთ, ის სტუდენტი არ იყო ადგილზე. კორიდორი იყო, სადაც იყო ჩამოკიდებული პალტოები, გავიდა სტუდენტი იმ კორიდორში და საშინელება ნახა, ის სტუდენტი, რომლისაც მე მეშინოდა, პალტოების დასაკიდებელზე ეკიდა ჩამომხრჩვალი. ე.ი. მას ყავდა დაპატრონებული ეშმაკი და ეშმაკი მაშინებდა მე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG