Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: „ვფიქრობ, დიდი საშიშროება არ გველის, თუ..."


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ცნობილია კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყაროები.

​„საერთო მდგომარეობა კონტროლირებადია, დღეს კიდევ 3 ახალი შემთხვევაა, ყველას წყარო ვიცით. ორი დაკავშირებულია ტრაილერის მძღოლებთან და ერთი კარანტინში იყო იდენტიფიცირებული. ასეთი ერთეული შემთხვევები ჯანდაცვის სისტემისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, გამოჯანმრთელების პროცენტი არის 85%. გრძელდება ინტენსიური ტესტირება, დღესაც ჩატარებულია დაახლოებით 1500 ტესტი. თუ ყველა რეკომენდაციას დავიცავთ, რასაც მოვუწოდებთ მოსახლეობას და ამ ინტენსივობით განვითარდა ინფექცია ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდი საშიშროება არ გველის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსთან“ საუბრის დროს.

​28 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 924-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა - 785. კარანტინში იმყოფება 2819 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 230.

XS
SM
MD
LG