Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი საქართველოს სამედიცინო ინვენტარით დაეხმარა ნატოს სოლიდარობისა და მხარდაჭერის ფარგლებში


ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და სოლიდარობის ფარგლებში, პოლონეთმა ახლახან მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება გაუგზავნა საქართველოს, რომელმაც დახმარებისათვის აპრილის დასაწყისში მიმართა ნატოს "კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს" (EADRCC).

COVID-19 პანდემიის გასამკლავებლად, ნატოს საიტის თანახმად, საქართველომ პოლონეთისგან მიიღო 6 800 ერთეული სახის დამცავი ნიღაბი, ხელისა და საგნების ზედაპირის სადეზინფექციო 5400 ლიტრი სითხე.

ნატოს თანახმად, პოლონეთი ორმხრივი თანაშრომლობის ფარგლებში სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობითა და სადეზინფექციო საშუალებებით დაეხმარა ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს, სადაც ეპიდემიური ვითარება კვლავ საგანგაშოა.

EADRCC ეს არის საგანგებო სიტუაციებზე ნატოს რეაგირების მთავარი სამოქალაქო მექანიზმი, რომელიც მოქმედებს მუდმივად და მისი საშუალებით ხდება საჭიროებების მქონე და დახმარების გამცემი ქვეყნების კოორდინაცია საგანგებო ვითარებების დროს ევროატლანტიკურ სივრცესა და ნატოს პარტნიორ ქვეყნებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG