Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა ტრამპის დაპატიმრების ორდერი გასცა, სოლეიმანის მკვლელობის გამო


ყასემ სოლეიმანის ძეგლი ირანში
ყასემ სოლეიმანის ძეგლი ირანში

ირანმა აშშ-ის პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე და კიდევ 35 პირზე დაპატიმრების ორდერი გასცა, მიმდინარე წელს თავისი მაღალჩინოსანი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო საჰაერო თავდასხმის დროს.

თეირანის პროკურორმა, ალი ალყასიმერმა 29 ივნისს განაცხადა, რომ ტრამპს და სხვებს, რომლებშიც, მისი თქმით, შედიან აშშ-ის პოლიტიკური და სამხედრო ოფიციალური პირები, წაეყენებათ ბრალდება "მკვლელობასა და ტერორისტულ აქტებში", იანვარში მომხდარი თავდასხმის გამო, რომელსაც ემსხვერპლა სოლეიმანი - ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ყუდსის დანაყოფის ხელმძღვანელი.

ალყასიმერის თქმით, ირანმა ინტერპოლს მიმართა მათი დაპატიმრების თხოვნით, მკვლელობაში მათი მონაწილეობის გამო და თეირანი ტრამპის სამართლებრივ დევნას მისი პრეზიდენტობის შემდეგაც გააგრძელებს.

ბაღდადის აეროპორტში სოლეიმანის მკვლელობამ აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო კონფლიქტის საფრთხე წარმოშვა, მას შემდეგ, რაც თეირანმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ერაყში აშშ-ის ძალებზე.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაძაბულია მას შემდეგ, რაც აშშ გამოეთიშა ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებას და ირანს აღუდგინა მკაცრი ეკონომიკური სანქციები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG