Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე: კორონავირუსმა განიცადა მუტაცია, რომელიც შეიძლება უფრო მეტად გადამდები იყოს


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, მუტაცია, რომელიც კორონავირუსმა განიცადა, შესაძლოა მას უფრო მარტივად გადამდებს ხდიდეს. მან აღნიშნა, რომ შესაძლოა, მუტაციის შემდეგ ვირუსი კვლავ დაემართოთ იმ ადამიანებს, ვისაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვთ.

"არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში წარმოიშვა ევროპაში. კორონას რომ "გამოშვერილები" აქვს, რითაც უჯრედებს ემაგრება და მერე შედის, იმის მუტაცია მოხდა. ამან ვირუსს გაუადვილა უჯრედში შეღწევა - მარტივად რომ გითხრათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება უფრო გადამდები იყოს, ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან წამოვიდა", - თქვა იმნაძემ.

მსოფლიოში ისევ კორონავირუსის პანდემიაა. ინფიცირებულთა რაოდენობა 10 მლნ ადამიანს აღემატება, მათგან ნახევარი მილიონი გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG