Accessibility links

100 ლარამდე თანხით ამომრჩევლის მოსყიდვაც სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება


2020 წლის არჩევნებისთვის კანონმდებლობაში ცვლილებები შედის და მოსყიდვის კუთხით მკაცრდება. კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

მოსყიდვასთან დაკავშირებით ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსში. თუკი აქამდე 100 ლარამდე თანხით ამომრჩევლის მოსყიდვა დასჯადი არ იყო, ახლა ეს პუნქტი იცვლება. ჯარიმის მოცულობას მოსამართლე დაადგენს.

"თუ შესაბამისი თანხის ოდენობა (გარიგების ღირებულება) არ აღემატება 100 ლარს, სასჯელის სახედ გამოიყენება ჯარიმა", - ვკითხულობთ კანონპროექტში.

ამ დრომდე დასჯადი იყო მხოლოდ 100 ლარზე მეტი თანხით ამომრჩევლის მოსყიდვა. სასჯელი სამ წლამდე პატიმრობა ან ფინანსური სანქცია იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG