Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

50 ათასი კაცის მხარდამჭერის შემთხვევაში პარტია თითო ხმისთვის 15 ლარს მიიღებს - კობახიძე


პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის ერთ-ერთი ავტორი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ იცვლება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი და მარტივდება. ცვლილებების შესახებ მან კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

"არსებულ დაფინასების წესს აკრიტიკებდა ყველა და ჰქონდა ამ კრიტიკას ობიექტური საფუძვლები. ჩვენ დავადგინეთ ახალი, ძალიან სამართლიანი და მარტივი ფორმულა, რომელიც არის სრულ შესაბამისობაში საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან", - თქვა კობახიძემ.

ცვლილებების მიხედვით:

  • პირველი 50 ათასი მიღებული ხმიდან თითოეული ხმისთვის პარტია 15 ლარს მიიღებს. თუ პარტია აიღებს, დაახლოებით 3 პროცენტს, რაც დაახლოებით, 50 ათასი ხმაა, ის დაფინანსების სახით მიიღებს 750 ათას ლარს;
  • ყოველი შემდეგი ხმისთვის პარტია მიიღებს 5 ლარს.

"ანუ დადგენილია პარტიების დაფინანსების რეგრესული ფორმა, რომელიც უპირატესობას ანიჭებს მცირე პარტიებს დიდ პარტიებთან შედარებით", - თქვა მან.

საქართველოს პარლამენტმა, გუშინ, 29 ივნისს მესამე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელითაც 2020 წლის არჩევნების ჩატარების წესები იცვლება. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ახლა უკვე საარჩევნო კოდექსიც უნდა შეიცვალოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG