Accessibility links

არჩევნებზე პირბადის მოხსნა მხოლოდ რამდენიმე წამით იქნება სავალდებულო


2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მისაცემად ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე პირბადის მოხსნა ორჯერ მოუწევს. შესაბამის რეგულაციაზე დღეს, 30 ივნისს ილაპარაკეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, მოქალაქეს პირბადის მოხსნა საარჩევნო უბანზე მოსახვედრად და ბიულეტენის მისაღებად დასჭირდება. პროცედურა რამდენიმე წამი გაგრძელდება, რაც საჭირო იქნება პირის იდენტიფიცირებისთვის.

„თუ დაზუსტებაა საჭირო, შეგვიძლია დავაზუსტოთ კოდექსში. მაგრამ სხვანაირად, მისი ამოცნობის გარეშე გამორიცხულია, რომ რეგისტრაცია გაიაროს ამომრჩეველმა“, - თქვა ირაკლი კობახიძემ, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის ავტორია.

ამ ეტაპზე უცნობია, რა მდგომარეობა იქნება კორონავირუსთან დაკავშირებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. რამდენიმე კვირის წინ გამოითქვა ვერსია, რომ თუ მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეიქმნება, არჩევნების თარიღი გადაიწევს. დღევანდელი მოცემულობით, უმრავლესობა არჩევნების თარიღის გადაწევას გამორიცხავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG