Accessibility links

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონი გახდა


„ლიგა ენდესას“ საჩემპიონო თასი თორნიკე შენგელიამ ჩაიბარა, როგორც გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა.

საკალათბურთო კლუბი „ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. დუშკო ივანოვიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალში „ბარსელონას“ მოუგო, ანგარიშით 69:67 და ამ გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა „ბასკონიას“ ქართველმა ლიდერმა თორნიკე შენგელიამ.

მოედანზე გატარებულ 33 წუთში მან 14 ქულა ჩააგდო და 4 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარებაც მიითვალა. მეოთხე პერიოდში შენგელიამ „ბარსელონას“ ლიდერ ნიკოლა მიროტიჩს მეხუთე პერსონალური მიაღებინა. „ბასკონიას“ რიგებშივე მოთამაშე საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა მეტ ჯენინგმა 8 ქულა ჩააგდო.

„ლიგა ენდესას“ საჩემპიონო თასი თორნიკე შენგელიამ ჩაიბარა, როგორც გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა. დაჯილდოვების ცერემონიალზე „ბასკონიას“ ქართველი ლეგიონერი საქართველოს დროშით გავიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG