Accessibility links

მეტროსადგური "გოცირიძე" შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება და გადაიხურება


თბილისის მეტროში მეტროსადგური "გოცირიძე", რომელიც ღია სივრცეშია, გადაიხურება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

"გოცირიძე" რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ პირველი სრულად ადაპტირებული მეტროსადგური იქნება თბილისში.

მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულდა და გამარჯვებული კომპანია საქართველოში უცხოური საწარმოს შპს კაიზენის ფილიალია. კომპანია სამუშაოებს 1 010 852 მლნ დოლარად შეასრულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG