Accessibility links

რუსეთის ცესკომ კანონი დაარღვია და კენჭისყრის წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვამდე გამოაცხადა


რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე კენჭისყრის წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვამდე გამოაცხადა. ბიულეტენების 0,79%-ის დათვლის შემდეგ შესწორებებს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 72,92%-მა, - აცხადებს კომისია.

რუსეთის კანონმდებლობით, ფედერალური დონის არჩევნებში კენჭისყრის დასრულებამდე შედეგების გამოქვეყნება აკრძალულია, რათა შედეგებმა გავლენა არ მოახდინოს კენჭისყრის მონაწილეებზე.

საკონსტიტუციო ცვლილებების წინადადებით თავდაპირველად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა და შემდეგ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაფართოვდა. ცვლილებების გატარება პუტინს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღოს შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში, პარლამენტს მისცემს უფლებას, პრეზიდენტის წარდგინებით დაითხოვოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები, შექმნის ახალ საკონსტიტუციო ორგანოს - სახელმწიფო საბჭოს და პრეზიდენტს მისცემს უფლებას, კანონების ძალაში შესვლა დაბლოკოს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი პარლამენტი მოახერხებს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG