Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პომპეო მიესალმება საქართველოში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს


„ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

„მივესალმებით (მიმდინარე კვირაში) საქართველოში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და მაღალი თანამდებობის პირებს, პატივი სცენ ქართველი ხალხის ნებას და შეასრულონ გაცემული დაპირებები საერთაშორისო დონეზე რეკომენდებული საარჩევნო რეფორმის მიღებით. წარმატებები მათ", - თქვა მაიკ პომპეომ.

ბოლო თვეების განმავლობაში ეს პირველი განცხადებაა, რომელიც პომპეომ თავად გააკეთა საქართველოს შესახებ, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმესნით მიღების შემდეგ, ორშაბათს განცხადება გაავრცელა.

საქართველოს პარლამენტმა 29 ივნისს მესამე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმადაც პარლამენტში პროპორციული სისტემით აირჩევა 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატი და მაჟორიტარულით 73-ის ნაცვლად 30. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. "ჩამკეტი" იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG