Accessibility links

ბელარუსის ელჩი: რუსეთი მინსკისგან მოითხოვდა უფლებამოსილების 95%-ს


ულადზიმირ სემაშკო

რუსეთისა და ბელარუსის შესაძლო ინტეგრაციის პირვანდელი ვარიანტი, რომელიც 2019 წლის დასაწყისში სოჭში მოლაპარაკების დროს წარმოადგინეს, მინსკის მხრიდან ნაციონალური დონის უფლებამოსილების 95%-ის რუსეთისთვის გადაცემას ითვალისწინებდა, - ამის შესახებ განაცხადა ბელარუსის ელჩმა რუსეთში, ულადზიმირ სემაშკომ.

„მე ვიხსენებ 2019 წლის 13 თებერვალს, როდესაც სოჭში ჩვენ წინ დაგვიდეს პირველი წინადადება (არ დავასახელებ ავტორებს რუსეთის მხრიდან). როდესაც ჩვენ ის ვნახეთ და გადავეცით პრეზიდენტს, პრეზიდენტმა თავისთან მიმიწვია, და მე ვეუბნები: ეს არის ნამდვილი „ხელები მაღლა“ - მეთქი“, - მოჰყავს ბელარუსის ელჩის სიტყვები ბელარუსულ სააგენტო „ბელტას“.

დიპლომატის თქმით, შედარებისთვის, ევროკავშირში ზეეროვნულ დონეზე წევრ ქვეყნებს გადაცემული აქვთ ფუნქციათა 20%-ზე ნაკლები.

საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობაზე კომენტირებისას, ულადზიმირ სემაშკო აღნიშნავს, რომ ის ვერ იქნება ერთნაირი ქვეყნების განსხვავებული ეკონომიკის გათვალისწინებით, მაგრამ მისი უნიფიცირება შესაძლებელია.

რუსეთისა და ბელარუსის შესაძლო ინტეგრაციის თაობაზე მოლაპარაკებები 2019 ლის ბოლოს შეწყდა. მოსკოვმა და მინსკმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა რუსეთის ნავთობის 2020 წლის განმავლობაში შეღავათიან ფასად მიწოდების თაობაზეც.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მოსკოვი დაადანაშაულა „ხელების გადაგრეხვით“ მინსკისგან „უსიტყვო მორჩილების“ მიღწევის მცდელობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG