Accessibility links

ნავალნიმ უდიდესი ტყუილი უწოდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის შედეგებს


ალექსეი ნავალნი

ოპოზიციონერმა ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ სიყალბე და უდიდესი ტყუილი უწოდა რუსეთის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო სახალხო კენჭისყრის ოფიციალურ შედეგებს.

ნავალნის განცხადებით, უკანონო კენჭისყრის შედეგებს რუსეთის მოქალაქეთა აზრთან საერთო არაფერი აქვს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, პრეზიდენტმა პუტინმა უარი თქვა წესების მიხედვით, დამკვირვებლების მონაწილეობით ჩაეტარებინა ნამდვილი რეფერენდუმი, რადგან იცოდა, რომ პროცედურის და წესების დაცვის შემთხვევაში დამარცხდებოდა.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა თითქმის 78%-მა.

რუსეთში 1 ივლისს დასრულდა 25 ივნისიდან მიმდინარე საყოველთაო ხმის მიცემა პრეზიდენტ პუტინის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. სადავო ცვლილებებს შორისაა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის "განულება", რაც პუტინს შესაძლებლობას მისცემს კენჭი ისევ იყაროს, პრეზიდენტის ძალაუფლების კიდევ უფრო გაზრდა და საერთაშორისო სამართალზე უფრო პრიორიტეტულად რუსეთის კონსტიტუციის გამოცხადება.

საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლას საყოველთაო კენჭისყრაში მონაწილეთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება.

რუსეთის კონსტიტუციის შეცვლის ინიაციატორი პრეზიდენტი პუტინია. 2020 წლის იანვარში მან განაცხადა, რომ ცვლილებები ხალხმა უნდა მოიწონოს საყოველთაო კენჭისყრით, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ეს გათვალისწინებული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG