Accessibility links

აშშ-მა კონფისკაცია გაუკეთა ადამიანის თმის, სავარაუდოდ, ჩინეთის საპატიმრო ბანაკებში დამზადებულ პროდუქტს 


შეერთებული შტატების საბაჟოს თანამშრომლებმა დააკავეს ადამიანის თმისგან დამზადებული პროდუქცია, რომელიც სავარაუდოდ, მუსლიმი პატიმრების მიერ იყო დამზადებული ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციის, სინიანის, შრომით ბანაკებში.

ასეთი საქონლის წარმოება "წარმოადგენს ადამიანის უფლებების ძალიან სერიოზულ დარღვევას", განაცხადა ბრენდა სმიტმა, შეერთებული შტატების საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის სამსახურთან (CBP) არსებული ვაჭრობის კომისარის აღმასრულებელმა მოადგილემ.

ეს პროდუქცია - რომელიც ჩვეულებრივ, თმაში ჩასახვევად და თმის დასაგრძელებლად გამოიყენება - იყო თმის პროდუქტების კომპანიის, Lop County Meixin Hair Product Company-ს ტვირთის ნაწილი, ამბობს საბაჟო სამსახური თავის განცხადებაში.

ცნობით, ამ კომპანიის საქონელი დააკავეს იმ მიზეზით, რომ მისი წარმოებისას გამოიყენება პატიმრების და იძულებითი, ბავშვების იძულებითი შრომის ჩათვლით.
სმიტმა განაცხადა, რომ დაკავების ორდერი, რომელიც 17 ივნისითაა დათარიღებული, ემსახურება მიზანს, რომ გააგებინოს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან სურს ბიზნესის წარმოება, "რომ არაკანონიერი და არაადამიანური მოქმედების პრაქტიკა არ იქნება დაშვებული ამერიკის ქსელში."

პეკინი დაგმეს 1 მილიონზე მეტი უიღურის და სხვა, უმეტესად მუსლიმი ეთნიკური ჯგუფების წევრების მოთავსებისთვის სინიანის საკონცენტრაციო ბანაკებში 2017 წლის დასაწყისიდან მოყოლებული. ჩინეთი ამბობს, რომ ეს ბანაკები წარმოადგენს კვლავ განათლებისა და წვრთნის ცენტრებს, რომლებიც სეპარატისტულ ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლისთვისაა საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG