Accessibility links

პუტინმა ხელი მოაწერა დეკრეტს 4 ივლისიდან საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლის შესახებ


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დეკრეტს, რომლის თანახმად, ძალაში შევა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომელიც, სხვათა შორის, პუტინს გზას უხსნის 2036 წლამდე დარჩეს ხელისუფლების სათავეში, თუ მონაწილეობას ისურვებს კიდევ ორ საპრეზიდენტო არჩევნებში.

3 ივლისს ხელმოწერილი დეკრეტის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევა 4 ივლისიდან. პუტინმა ხელი მოაწერა დეკრეტს რამდენიმე საათში მას მერე, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა საყოველთაო კენჭისყრის საბოლოო შედეგები.

კრემლი მიესალმა გამარჯვებას. ბიულეტენების 78 პროცენტი მიემხრო საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს, რომელშიც 200-მდე ცვლილება შედიოდა.

საკონსტიტუციო ცვლილებებს რუსეთის მოქალაქეებმა კენჭი უყარეს 25-დან 1 ივლისამდე.

ზოგიერთ საარჩევნო უბანზე დარღვევების, ასევე იმ აქტივისტების და ჟურნალისტების დაშინების შესახებ ცნობებს, რომლებმაც მეთვალყურეობა ცადეს, დასავლეთიდან მოჰყვა მოწოდებები დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ. კრემლმა განაცხადა, რომ შესწორებები საჭირო იყო ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, პუტინის მიმართ კრიტიკულები თვლიან, რომ ეს არის პუტინის განზრახვა, მთელი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნოს ძალაუფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG