Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დაწესდა ახალი ზომები კორონავირუსთან საბრძოლველად


5 ივლისს ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ გამოაცხადა ახალი ზომები, რომელთა მეშვეობით უნდა გაკონტროლდეს კორონავირუსის გავრცელება, იმ ფონზე, როცა მსოფლიოს გარშემო იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა.

ახალი ზომების შესახებ გამოაცხადეს საბერძნეთმა, ესპანეთმა, ირლანდიამ და კოსოვომ, ზომები მოიცავს ფართო სპექტრს, როგორც ლოკალურ ე.წ. "ლოკდაუნს", ისე შეზღუდვებს უცხოეთიდან ჩასული პირებისთვის.

საბერძნეთმა 15 ივლისამდე დახურა საზღვარი სერბეთის მოქალაქეებისთვის, ბელგრადში ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, კოსოვოში ღამით სამ ქალაქში გამოცხადდა ე.წ. "ლოკდაუნი", ხოლო ირლანდიამ განაცხადა, რომ უცხოეთიდან ჩასული პირებისთვის საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქებას გამოცხადებულ ვადაზე ორი კვირით გვიან, 20 ივლისისთვის გადადებს. ესპანეთში გამოცხადდა ლოკალური ე.წ. "ლოკდაუნი", რომელიც სანაპირო ზოლზე მცხოვრებ 70,000-მდე ადამიანს შეეხო.

კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის, ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება გამოიწვია ლოკალურმა ზრდამ, რომელიც მოდის ქვანახშირის მაღაროების რეგიონზე, სადაც ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მალე გაუმჯობესდება.

ბრიტანეთმა 4 ივლისს გახსნა პაბები და აცხადებს, რომ ამან კარგად ჩაიარა, რადგან მოქალაქეების უმრავლესობა "პასუხისმგებლობით" იქცეოდა. თუმცა, ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, პაბების გახსნამ ნათლად დაგვანახა ის, რომ მთვრალ ხალხს სოციალური დისტანციის დაცვა არ შეუძლიაო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG