Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთმა მსოფლიოში მესამე ადგილზე გადაინაცვლა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით


ინდოეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ქვეყანაში კორონავირუსის 697 800-ზე მეტი შემთხვევაა. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 700 ადამიანი.

ბოლო დრომდე მესამე ადგილზე რჩებოდა რუსეთი, რომელიც ამჟამად მეოთხეა. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში უკვე დაინფიცირდა 681 000-ზე მეტი ადამიანი და 10 000-ზე მეტი გარდაიცვალა.

ინფიცირების შემთხვევების და ლეტალური შედეგების რაოდენობით, პირველ და მეორე ადგილზე არიან აშშ და ბრაზილია. აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 3 მილიონს უახლოვდება. გარდაცვლილია 132 000-ზე მეტი. ბრაზილიაში კორონავირუსის 1,6 მილიონზე მეტი შემთხვევაა. გარდაცვლილთა რიცხვი 65 000-ს უახლოვდება.

მსოფლიოს 210-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 11 500 000-ს აჭარბებს. COVID-19-ით გარდაცვლილია 500 000-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG