Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დადასტურდა ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა


ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცნობით, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა თბილისში, ტიბაანის გასასვლელის N20-ში.

მოქალაქის მიმართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს ძაღლი, რომლის სიკვდილის შემდეგ ცოფის ვირუსის გამოსავლენად, პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადააგზავნეს. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა.

„ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ”, - ნათქვამია სააგენტოს „ფეისბუკის“ გვერდზე.

მიმდინარე წელს თბილისში ცოფის ვირუსის ხუთი შემთხვევა დადასტურდა.

XS
SM
MD
LG