Accessibility links

სურამში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს


გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა სურამში ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ილია ქურდაძეს. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე პატიმრობის გამოყენებას არ ეთანხმებოდა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატი ნათია სირაძე ამბობს, რომ ბრალდებულს ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა.

ილია ქურდაძეს ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლს კოდექსის 11 პრიმა -109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 13-17წლამდე გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე დაყრდნობით, პროკურატურა აცხადებს, რომ 2020 წლის 6 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ი.ქ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს - თ.რ.-ს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. პროკურატურის ცნობით, მიღებული დაზიანების შედეგად თ.რ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ქ. იმავე დღეს დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG