Accessibility links

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ კორონავირუსით დაავადდა


ჟაირ ბოლსონარუ

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ სამშაბათს სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა პოზიტიური შედეგი აჩვენა.

"ბი-ბი-სის" ცნობით, ბოლსონარუმ მეოთხედ ჩაიტარა შემოწმება მას შემდეგ, რაც აღმოაჩნდა COVID-19-ის სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა.

ჯერ კიდევ ორშაბათს, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აცხადებდა, რომ კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარა და მისი ფილტვები სუფთაა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ბრაზილიის პოპულისტი პრეზიდენტი „უმნიშვნელო გრიპს“ უწოდებდა კორონავირუსს და გადაჭარბებულად მიიჩნევდა საზოგადოების შეშფოთებას პანდემიის ფონზე.

ორშაბათს ბოლსონარუმ გამოაცხადა ნიღბების ტარების მკაცრი მოთხოვნების შემსუბუქების თაობაზე, ხოლო რეგიონის გუბერნატორებს მოუწოდა მოეხსნათ შეზღუდვები, რაც ეკონომიკას ზიანს აყენებს.

ბრაზილიაში დღითიდღე იზრდება კორონავირუსის შემთხვევები.

ჯონს ჰოპკინისის უნივერსიტეტის თანახმად, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა COVID-19-ის გავრცელების მხრივ.

პანდემიის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსი აღმოაჩნდა 1,6 მილიონ ადამიანზე მეტს. გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა კი გადაცდა 65 000-ს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG