Accessibility links

სასამართლომ სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილ ივან საფრონოვს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა


ივან საფრონოვი

სამშაბათ საღამოს მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ 6 სექტემბრამდე პატიმრობა მიუსაჯა გაზეთ "კომერსანტისა“ და „ვედომოსტის“ ყოფილ ჟურნალისტ ივან საფრონოვს, რომელიც ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატში.

ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იუწყება.

მაისის თვიდან ჟურნალისტი საფრონოვი სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსის“ გენერალური დირექტორის, დმიტრი როგოზინის, თანაშემწედ მუშაობდა.

ივან საფრონოვი, რომელიც ეჭვმიტანილია ნატოსათვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციების გადაცემაში, 7 ივლისის დილით დააპატიმეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოპერმუშაკებმა.

მის სახლში კი ჩატარდა ჩრხეკვა.

გამოძიების ვერსიით, საფრონოვი აგროვებდა და ჩეხეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს აწვდიდა ცნობებს რუსეთის თავდაცვის, უშიშროებისა და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ, რაც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს.

გამოძიების ვერსიით, ჟურნალისტი გადაიბირეს 2012 წელს, ხოლო სახელმწიფო საიდმულოების შემცველ მასალები თითქოს 2017 წელს გადასცა.

ჟურნალისტი ივან საფრონოვი ბრალდებას უარყოფს.

ცნობილია, რომ გაზეთ „კომერსანტის“ ჟურნალისტი ივან საფრონოვი და გაზეთის კიდევ ორი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს 2019 წლის მაისში, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიენკოს შესაძლო გადადგომის შესახებ სტატიის გამოქვეყნების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG