Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვამ თავის ტერიტორიაზე შეაჩერა რუსეთის ტელეარხ Russia Today-ის მაუწყებლობა


ლიეტუვამ თავის ტერიტორიაზე შეაჩერა რუსეთის ტელეარხ Russia Today-ის (RT) მაუწყებლობა სატელევიზიო ქსელის ხელმძღვანელის, დმიტრი კისელიოვის გამო, რომლის მიმართაც საერთაშორისო სანქციებია დაწესებული.

ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარემ, მანტას მარტისიუსმა 8 ივლისს განაცხადა, რომ RT-ის ხუთი არხი, რომელთა პროგრამები გადაიცემა ბალტიის ამ ქვეყანაში, 9 ივლისიდან შეუწყდებათ მაუწყებლობის უფლება, მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება ინტერნეტში გამოქვეყნდება.

„ეს პროგრამები ჩერდება არა რაიმე დარღვევების გამო, არამედ იმიტომ, რომ პირი, რომელიც არის დაკავშირებული ამ პროგრამებთან, შეყვანილია იმათ სიაში, ვის მიმართაც სანქციები მოქმედებს. ეს არის ბატონი კისელიოვი, რომელმაც არ უნდა მიიღოს შეღავათები და ამიტომ პროგრამების გადაცემა წყდება,“ თქვა მარტისიუსმა.

30 ივნისს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ლატვიამ, რომელმაც იმავე მიზეზით გააჩერა ქვეყანაში RT-ის პროგრამების გადაცემა.

ტელეჟურნალისტი კისელიოვი, რომელიც თავისი ანტიდასავლური გამოხდომებითაა ცნობილი, ევროკავშირის სანქციების სიაშია შეყვანილი კრემლის პროპაგანდაში მონაწილეობისთვის 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსიის მხარდაჭერის საქმეში.

კისელიოვი ხელმძღვანელობს სახელმწიფო მედია ჯგუფს, RT-ის, რომელიც ძირიადა ფოკუსირებულია უცხოეთში რუსეთთან დაკავშირებული ამბებისა და ოფიციალური პროპაგანდის გადაცემაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG