Accessibility links

რამზან კადიროვი ევროპაში ჩეჩენთა მკვლელობებს უცხოეთის სპეცსამსახურებს აბრალებს


ჩეჩნეთის პრომოსკოვი ხელისუფლების ლიდერი, რამზან კადიროვი, უცხოეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს ევროპაში ჩეჩენი ბლოგერების, მამიხან უმაროვის (იგივე ანზორის) და იმრან ალიევის მკვლელობებში.

მოკლული უმაროვის ცხედარი ვენაში 4 ივლისს იქნა ნაპოვნი. უფრო ადრე, თებერვალში, საფრანგეთის ქალაქ ლილში მოკლული იპოვეს იმრამ ალიევი.

ორივე მკაცრად აკრიტიკებდა ჩეჩნეთის პრომოსკოვურ ხელისუფლებას და პირადად რამზან კადიროვს.

„ანზორიც, ვენაში, მანსურ უფროსიც და სხვა ბლოგერები, რომლებიც ფსევდოპატრიოტიზმის იდეების ქადაგებით შოულობდნენ სარჩოს, გახდნენ და გახდებიან იმ სპეცსამსახურების მსხვერპლი, რომლებიც რუსეთის და, კერძოდ, ჩემს წინააღმდეგ მუშაობენ“, - დაწერა ტელერგამში კადიროვმა. „გაყიდული ქადაგები, თვიანთი სამუშაოსათვის ღებულობენ ანაზღაურებას, ხოლო შემდეგ მათ ხოცავენ, როგორც გამოგონილი სიმართლისათვის მებრძოლ უმანკო მსხვერპლს“.

2019 წლის ნოემბერში ჩეჩნეთის ლიდერმა რესპუბლიკის ხელმძღვანელებთან გამართულ ერთ-ერთ თათბირზე გამოვიდა ანგარიშსწორების მოწოდებით ყველა იმ პირის მიმართ, რომლებიც ინტერნეტს შეურაცხყოფისთვის იყენებს და განხეთქილებას თესავს. „თუ ჩვენ ასეთ ადამიანებს არ შევაჩერებთ, არ დავხოცავთ, არ დავიწერთ და არ დავაშინებთ, - არაფერი გამოგვივა“, - განაცხადა კადიროვმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG