Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს განმარტებით, "მთავარი არხის" გავრცელებულ კადრებში ავთანდილ ბილანიშვილი არ ჩანს


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "მთავარი არხის" მიერ შაქარაშვილის საქმეზე გავცრელებულ კადრებში ავთანდილ ბილანიშვილი არ ჩანს. უწყება განმარტავს, რომ თეთრპერანგიანი კაცი სულ სხვა პირია, რომელიც ხაშურში ცხოვრობს.

"საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დადგენილია, რომ კადრებში ნაჩვენები პიროვნება მიკრო ავტობუსით გადაადგილდებოდა ხაშურიდან თბილისის მიმართულებით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ქუთაისი თბილისის მიმართულებით", - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გუშინ, 8 ივლისს მედიაში გავრცელებული ბრალდების საფუძვლით ავთანდილ ბილანიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს.

მცხეთაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ "მთავარმა არხმა" ავთანდილ ბილანიშვილი შაქარაშვილის საქმესთან შემხებლობაში არაერთხელ ახსენა. არხი მას ქუჩის ავტორიტეტად მოიხსენიებდა და აღნიშნავს, რომ მას ხელს აფარებდნენ, რადგან ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის მეგობარია.

არხმა ბილანიშვილი კიდევ ერთხელ გუშინ, 7 ივლისს ახსენა. გაავრცელა საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერის ფრაგმენტი, სადაც მცხეთიდან ჩამოსული გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, გურამ ამირხანაშვილის დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნაა ასახული. "მთავარი არხის" ვერსიით, ვიდოკადრებში გამოჩენილი კაცი, სავარაუდოდ, ბილანიშვილია და ის 4 წუთის განმავლობაში ამირხანაშვილს ესაუბრება.

19 წლის შაქარაშვილის კვალი 18 ივნისს დაბადების დღის წვეულების შემდეგ მომხდარი ჩხუბის შემდეგ დაიკარგა და ის 4 დღის შემდეგ წყალში იპოვეს. ექპერტიზას მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერ არ დაუდგენია. უშუალოდ მისი გარდაცვალების საქმეზე არავინ დაუკავებიათ, თუმცა იმ ღამით მომხდარი ჩხუბის გამო 17 პირს თავისუფლება აქვს აღკვეთილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG