Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტენოგრამა ნათელყოფს მინეაპოლისის პოლიციის მიერ ჯორჯ ფლოიდის დაკავების ახალ დეტალებს


გამოქვეყნდა სტენოგრამა მინეაპოლისის პოლიციელის სხეულზე დამონტაჟებული კამერის ვიდეოჩანაწერისა, რომელზეც ასახულია აფრიკელი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის დაკავება 25 მაისს. პოლიციელი, რომელსაც თითქმის ცხრა წუთის განმავლობაში ჰქონდა მუხლი დაჭერილი ფლოიდის კისერზე, მას ეუბნება, რომ „შეწყვიტოს ლაპარაკი“, როცა ფლოიდი თავისი სიცოცხლისთვის საფრთხეზე ლაპარაკობდა.

სტენოგრამა, რომელიც წუხელ გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ფლოიდმა 20-ზე მეტჯერ დაიყვირა, რომ სუნთქვა აღარ შეეძლო, როცა მიწაზე იწვა და თეთრკანიანი პოლიციელი დერეკ შოვინი მას არ უშვებდა. ერთ მომენტში ფლოიდმა დაიძახა: „ასე მომკლავ, კაცო!“. შოვინმა, რომელიც 29 მაისს დააპატიმრეს მეორე ხარისხის მკვლელობის ბრალდებით, უპასუხა: „მაშინ შეწყვიტე ლაპარაკი, შეწყვიტე ყვირილი, ლაპარაკისას ბევრი ჟანგბადი იხარჯება.“

ფლოიდის სიკვდილმა პოლიციის სისასტიკისა და სისტემური რასიზმის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლების ტალღა გამოიწვია მთელს აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ.

ფლოიდის დაკავებაში მონაწილე ოთხივე პოლიციელი გაათავისუფლეს სამსახურიდან და მათი საქმე სასამართლოს გადაეცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG