Accessibility links

ავტომობილების კინოთეატრი „უარყოფითი რიცხვების“ პრემიერით გაიხსნება


დღეს ლისის ახალ იპოდრომზე პირველი დრაივინ კინოთეატრი გაიხსნება. მაყურებელი ქართული ფილმის „უარყოფითი რიცხვების“ პრემიერას ნახავს, მანამდე კი ეკო დეისაძის ბენდი დაუკრავს.

„უტა ბერიას ფილმის „უარყოფითი რიცხვების პრემიერა, კინოთეატრებში პანდემიამდე პერიოდში იყო დაგეგმილი და ახალი კინოთეატრიც სწორედ ამ ნამუშევრით იხსნება“,- აცხადებენ „კავეას“ წარმომადგენლები.

„კავეა drive-in ლისი“ 100 ავტომობილზეა გათვლილი და ყოველ საღამოს 21:00 და 23:00 საათზე მაყურებლებს საშუალება ექნება ფილმებს ავტომობილებიდან უყურონ.

„მაყურებელი, კონცერტის და ფილმის ხმას საკუთარ ავტომობილებში, რადიომიმღების მეშვეობით მოისმენს. drive-in ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ, რადიომიმღები უნდა მომართოთ ტალღაზე 95.9. ეს არის ამერიკული პრაქტიკა, რომელსაც ქართველი მაყურებელი დღეს პირველად გამოცდის“, - ამბობენ „კავეას“ წარმომადგენლები.

კინოჩვენებაზე ბილეთები ავტომობილზეა გათვლილი. ერთი ავტომობილიდან ფილმის ყურება 4 ადამიანს შეუძლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG