Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გადავარჩინოთ უნიკალური ხადის ხეობა” - ქვეშეთი-კობის გზის თემაზე პეტიცია ვრცელდება


ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაას მოწინააღმდეგე ადგილობრივების ნაწილი, ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, ბიომრავალფეროვნების ექსპერტები და გარემოს დამცველები არიან პეტიციას ავრცელებენ: „გადავარჩინოთ უნიკალური ხადის ხეობა”. ისინი საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო ბანკებს მოუწოდებს, რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთი ხადის ხეობის გავლით არ აშენდეს.

„უნიკალური ისტორიულ-კულტურული ღირებულებისა და ტურისტული პოტენციალის მქონე ხადის ხეობას საფრთხე ემუქრება”, – ნათქვამია პეტიციაში.

საქართველოს მთავრობასთან ერთად, პეტიციის ადრესატები არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და აზიის განვითარების ბანკი. როგორც პეტიციის ავტორები აცხადებენ, ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის პროექტს აფინანსებენ.

პეტიციის ხელმომწერები მოითხოვენ: „დაუყოვნებლივ შეჩერდეს ქვეშეთი-კობის გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები; საზოგადოების ფართო ჩართულობით შემუშავდეს ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის მონაკვეთის ალტერნატივა; პროექტის შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ჩატარდეს აუცილებელი წინასწარი კვლევები; ხადის ხეობა დაცულ ლანდშაფტად გამოცხადდეს, რათა დაცული იყოს ხადის ბუნებრივ-კულტურული გარემო და ხელი შეეწყოს მდგრადი ეკოტურიზმის განვითარებას“.

ხადის ხეობაში ქვეშეთ-კობის მონაკვეთზე ახალი, ასფალტ-ბეტონის გზის სიგრძე 22 კმ-ზე მეტი იქნება, 6 ხიდით და 5 გვირაბით. მათ შორის ერთი, 9-კილომეტრიანი გვირაბი, ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG