Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო კიდევ 13 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაიხსნა, მათ კარანტინის გავლა მოუწევთ


მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს საზღვარი, 5 ქვეყნის გარდა, კიდევ 13 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაიხსნება, თუმცა მათ 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. მთავრობის განკარგულება უკვე ამოქმედებულია.

საქართველოს საზღვრები გაიხსნა: ესპანეთის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, შვედეთის, ხორვატიის, იტალიის, კვიპროსის, სლოვენიისა და ისლანდიის მოქალაქეებისთვის.

საქართველოს საზღვარი 5 ქვეყნის - გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებისთვის გაიხსნა. მათ საზღვარზე მხოლოდ თერმოსკრინინგის გავლა და საზღვრის გადაკვეთამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია უნდა ასახოს. თუ პირს 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდა, ჩაუტარდებათ კორონავირუსზე ტესტირება.

ამავე თემაზე:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG