Accessibility links

გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში იქნება


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რადიო თავისუფლების შეკითხვას, შესაძლებელია, თუ არა რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილიც იყოს, უპასუხა, რომ რა თქმა უნდა: „ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა“.

პრემიერ-მინისტრი დღეს გერმანიის ელჩთან ერთად იმყოფებოდა ასურეთში რესტავრირებულ გერმანულ დასახლებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG