Accessibility links

სერბეთის მთავრობამ პროტესტების გამო გადაიფიქრა ბელგრადში კომენდანტის საათის შემოღება


მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, სერბეთის მთავრობამ უარი თქვა კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში კომენდანტის საათის შემოღებაზე დედაქალაქ ბელგრადში.

სამაგიეროდ ძალაში დარჩება რამდენიმე შეზღუდვა. კერძოდ, შაბათ-კვირას აკრძალული იქნება 10-ზე მეტი კაცის შეკრება; რესტორნები, მაღაზიები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები 21:00 საათის შემდეგ დაიხურება; ხოლო პარკები და სხვა ღია სივრცეები იმუშავებენ 23:00 საათამდე.

ამასთან, სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა, გაიმეორა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომენდანტის საათი ყველაზე ეფექტიანი საშუალება აღმოჩნდა ვირუსული ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შუალედური ზომისათვის მიემართა.

მალევე 21 ივნისის საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, რომელშიც პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის პარტიამ დამაჯერებლად გაიმარჯვა, სერბეთის ხელისუფლება იძლებული გახდა კვლავ შემოეღო მაისის თვეეში გაუქმებული საკარანტინო წესები, ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო.

ხოლო მას შემდეგ, რაც 7 ივლისს ქვეყანაში ვირუსული ინფექციისგან 13 კაცი გარდაიცვალა, სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბელგრადში აპირებდა სამდღიანი კომენდანტის გამოცხადებას, რასაც მასობრივი საპროტესტო მღელვარება მოჰყვა.

8-9 ივლისს ბელგრადსა და სერბეთის სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანმა გაილაშქრა მთავრობის აზრით საჭირო მკაცრი საკარანტინო ზომების წინააღმდეგ.

მიტინგები გადაიზარდა არეულობაში, რის გამოც პოლიციამ დააკავა 150 კაცზე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG