Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოდან რეგულარულ ავიარეისებზე შეზღუდვა ევროპის მხოლოდ სამი ქალაქისთვის მოიხსნა


საქართველოს მთავრობის დადგენილებაში დღეს, 10 ივლისს შეტანილი ცვლილების თანახმად, დადგინდა სამი ქალაქი, რომლებსაც პირდაპირი რეგულარული საერთაშორისო რეისების შესრულების შეზღუდვა არ შეეხება. მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 ივლისიდან შეზღუდვა არ გავრცელდება მიუნხენზე, პარიზსა და რიგაზე.

დოკუმენტის თანახმად, გადაწყვეტილება ფრენის სიხშირეების რაოდენობის შესახებ მიიღება ინდივიდუალურად სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ შეთანხმება „ლუფთჰანზა"-სთან არის მიღწეული. აგვისტოდან კვირაში ორი რეისი შესრულდება მიუნხენის მიმართულებით. სხვა შემთხვევებში მოლაპარაკებები გრძელდება.

საქართველოს საზღვარი 5 ქვეყნის - გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებისთვის გაიხსნა. ამ ქვეყნების მოქალაქეებმა საზღვარზე მხოლოდ თერმოსკრინინგის გავლა და საზღვრის გადაკვეთამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია უნდა ასახოს. თუ პირს 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდა, ჩაუტარდებათ კორონავირუსზე ტესტირება.

XS
SM
MD
LG