Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო 24 საათში კორონავირუსი 8 პირს დაუდგინდა


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 8 პირს დაუდგინდა, 5 კი განიკურნა. ინფორმაცია StopCoV.ge-ზე უკვე განახლდა.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ თქვა, 8 ახალი შემთხვევიდან 3 სატვირთოს მძღოლია, 5 კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.

ამ მონაცემების გათვალისწინებით, საქართველოში ვირუსი სულ 981 პირს დაუდგინდა, მათგან 851 გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG